ზურაბიშვილის ადგილას რუსეთთან დაკავშირებით რაღაცების ლაპარაკს მოვერიდებოდი - მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს ფრთხილად საუბრისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დროა, ზურაბიშვილი რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით რაღაცების ლაპარაკს მოერიდოს.
მდინარაძემ ზურაბიშვილს კონსტიტუციის დამრღვევი უწოდა და განაცხადა, რომ მან ქვეყანა არაერთ დიპლომატიურ სკანდალში გახვია.
სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, ცოტა მოვერიდებოდი რუსეთთან დაკავშირებით რაღაცების ლაპარაკს. განსაკუთრებით მის ადგილზე რომ ვიყო", - თქვა მდინარაძე.