კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მლნ ლარზე მეტი, რომელსაც "ოცნება" წინასაარჩევნოდ გამოიყენებს - ნადირაძე

20.02.24 10:57
კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მლნ ლარზე მეტი, რომელსაც "ოცნება" წინასაარჩევნოდ გამოიყენებს - ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე დედაქალაქის მერს აუთვისებელი თანხების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრის თქმით, თბილისში არსებული აუარებელი პრობლემის ფონზე, "ოცნება" გეგმავს აღნიშნული თანხები საკუთარ ყულაბაში ჩადოს და წინასაარჩევნოდ გამოიყენოს.

ამასთან, ნადირაძე დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტია არჩევნებს წაარებს და ვერც ადმინისტრაციული და ბერც ფინანსური რესურსი მათ ვეღარ უშველის.

 „იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, როდესაც თბილისელები საათობით დგანან საცობებში, როდესაც აქვთ გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, როდესაც აქვთ კეთილმოწყობის პრობლემები, ავარიული კორპუსების პრობლემები, გამწვანების პრობლემები, დასუფთავების პრობლემები, როდესაც უამრავ ადამიანს უარს ეუბნებიან ელემენტარული წამლების ან ოპერაციების დაფინანსებაზე, ამ დროს შემოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ კახი კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ აღნიშნული 200 მილიონი გადმოიტანოს მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებით წინასაარჩევნოდ, რათა ეს თანხები გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი. ისევ და ისევ მერიაში იზრდება დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა, მარტო ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ემატება 100 ადამიანი, რომელზეც დამატებით თბილისელებმა ორ ნახევარზე მეტი მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ და ჯამში მერიის შრომის ანაზღაურება გხდება 130 747 200  ლარი. ასევე, მაშინ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს გაძირეული აქვთ ცხოვრება - სასურსათო პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახაები და ა.შ. ამ დროს კახი კალაძე 10 მლნ ლარით ზრდის ჯარიმებიდან შემოსული თანხების გეგმას, რაც 2024 წლისთვის ჯამურად 110 მლიონი ლარი იქნება.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ვუთხრა, რომ 200 მილიონი კი არა, რამდენი მილიონი ლარიც არ უნდა გადმოიტანონ დამატებით რესურსად, მათ ვერ უშველით ვერც ეს ფინანსური, ვერც ადმინისტრაციული რესურსები, რადგან მათ ამ ქვეყანაში ვერ შექმნეს ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მათ ვერ გააძლიერეს ეკონომიკა, ისინი ვერ გაუმკლავდნენ ფასების ზრდას და შესაბამისად, ისინი ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებენ, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ
 

მსგავსი სიახლეები