ხმაურიანი სხდომის მოლოდინში - "ოცნება" დღეს 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს

20.02.24 11:48
ხმაურიანი სხდომის მოლოდინში - "ოცნება" დღეს 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს

"ქართული ოცნება" არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. თბილისის საკრებულო რამდენიმე საათში 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს. ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ კალაძის უწყება წინა წლის აუთვისებელ მილიონებს ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსში დახარჯავს.

დიდი ალბათობით, დღევანდელი სხდომა ხმაურის და ოპოზიციის კრიტიკული კითხვებისს ფონზე ჩაივლის. საეჭვოდ გაზრდილი შტატების რიცხვი მერიაში პოლიტიკოსებს აფიქრებინებთ, რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოლიგარქის პარტიამ პარტაქტივის დასაჩუქრება და მათი დასაქმება გადაწყვიტა. 

"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ აუთვისებელი თანხა გადმოყოლილი, გადაჭარბებული შემოსავლებია. ამასთან, საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ოთარ გრიგოლია მერიაში შტატების გაზრდას სატრანსპორტო რეფორმას უკავშირებს.

ეს დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები არის გადმოყოლილი. ე.ი. ეს არის დამატებითი შემოსავლები ქალაქის, რომელიც დაგეგმილი არ იყო ანუ გადაჭარბებული შემოსავლები, ეს არის მიმდინარე ეკონომიები და გარდამავალი პროექტები. ანუ რას ნიშნავს ეს: ქალაქმა დაგეგმა გარკვეული ბიუჯეტი, მაგალითისთვის, მლრდ 550 მლნ ლარი, ქალაქში ეკონომიკური აქტიურობის გაორმაგების ან უფრო მეტად აქტიურობის გამო ქალაქის შემოსავლები გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ის დაგეგმილი ბიუჯეტი, რომელიც მანამდე იყო ჩადებული. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო რეფორმას და ამ რეფორმის ფარგლებშიგვჭირდება დამატებით ადამიანები, - ამბობს საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ოთარ გრიგოლია.
 

მსგავსი სიახლეები