სააკაშვილის შეწყალება ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება - თალაკვაძე

20.02.24 11:12
სააკაშვილის შეწყალება ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფა  იქნება - თალაკვაძე

ეშინია თუ არა ქართულ "ოცნებას" სააკაშვილის შეწყალების? ოლიგაქრის პარტიამ მესამე პრეზიდენტის საქმე ისევ პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა. 

"ოცნების" შემუშავებული ახალი კონსპირაციული თეორიის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში პრეზიდენტის როლის შესასრულებლად ჩავიდა და სააკაშვილის ციხიდან გამოსაშვებად ნიადაგი მოამზადა. იერიში ზურაბიშვილზე უმრავლესობის ახალმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაიწყო და მისი თანაგუნდლეები ამ საქმეს დილიდან აგრძელებენ.

არჩილ თალაკვაძის თქმით,  თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს ეს, მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება.

სააკაშვილის შეწყალების, პირველ რიგში მის მეგობრებს ეშინიათ, რომლებმაც მას ჩამოართვეს თანამდებობა. არ არის გამორიცხული მაქსიმალურად გააზრდონ ზეწოლა პრეზიდენტზე, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ის, რომ საზოგადოებრივი აზრის მომზადება მიმდინარეობს, სხვადასხვა ადამიანები ეუბნებიან პრეზიდენტს, ოპოზიცია შეიკრიბა, ერთიან მოთხოვნებს აყენებენ, ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოება შეაჩვიონ შესაძლოა შეწყალების სცენარს, თუმცა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის იქნება პოლიტიკური კატასტროფა. მან ერთხელ თქვა ძალიან პრინციპულად - არა და არასოდეს, მაგრამ დღეს უკვე დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც ამ განცხადების შეცვლა შეიძლება მოუწიოს. სწორედ მისი ლიდერობით, ჩვენ 8-ჯერ 9-ჯერ დავამარცხეთ ეს პოლიტიკური ძალა, ასე რომ მასთან ერთად თუ მის გარეშე "ნაციონალური მოძრაობა" მაინც არ შეიცვლის შინაარსს. ჩვენ მზად ვართ კონკურენტული არჩევნებისთვის", - განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები