ივანიშვილის რეჟიმს ჰგონია, სააკაშვილის პატიმრობით აიცილებენ იმ მარცხს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ელოდებათ - ჭიაბერაშვილი

20.02.24 11:24
ივანიშვილის რეჟიმს ჰგონია, სააკაშვილის პატიმრობით აიცილებენ იმ მარცხს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ელოდებათ - ჭიაბერაშვილი

ივანიშვილის რეჟიმს ჰგონია, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით აიცილებენ იმ მარცხს, რომელიც მათ 2024 წლის ოქტომბერში ელოდებათ - ამის შესახებ ენმ-ის საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მომავალ გადამწყვეტ არჩევნებში "ოცნების" მთავარი მისი მეტოქე სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილია.

ივანიშვილის რეჟიმმა ძალიან კარგად იცის, რომ მთავარი მისი მეტოქე არის "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი. აქედაწ გამომდინარე, ბუნებრივია, მათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით აიცილებენ იმ მარცხს, რომელიც მათ 2024 წლის ოქტომბერში ელოდებათ და ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმს ელოდება მარცხი ქართველი ხალხისგან", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ეშინია თუ არა ქართულ "ოცნებას" სააკაშვილის შეწყალების? ოლიგაქრის პარტიამ მესამე პრეზიდენტის საქმე ისევ პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა. 

"ოცნების" შემუშავებული ახალი კონსპირაციული თეორიის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში პრეზიდენტის როლის შესასრულებლად ჩავიდა და სააკაშვილის ციხიდან გამოსაშვებად ნიადაგი მოამზადა. იერიში ზურაბიშვილზე უმრავლესობის ახალმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაიწყო და მისი თანაგუნდლეები ამ საქმეს დილიდან აგრძელებენ.

 

მსგავსი სიახლეები