კაცი, ვინც ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი
კაცი, ვინც ამტკიცებდა, რომ ბარსელონისკენ მფრინავ თვითმფრინავში ბომბი იყო, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა - ამ ინფორმაციას ელისო კილაძე "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აჟღერებს.
"ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, დაკავებული მოსამართლის შვილია.
ამბავი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ ამ დღეების განმავლობაში, უკვე გამჟღავნებულია, ტერორისტულ აქტებზე ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მაკა გორგოძის შვილი. საქმე ეხება შეტყობინებას, რომ ქუთაისის აეროპორტიდან აფერენილ ერთ-ერთ ავიალაინერში იყო ბომბი.
მესმის, ძალიან რთულია მე ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ ჩემი წყაროს ინფორმაციით, მოსამართლის შვილი იმყოფებოდა ერთ-ერთ მძიმე ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რომელიც იწვევს ჰალუცინაციას. მე არ ვიცი, რამდენად შეძლებს, ექსპერტიზამ დაადასტუროს ის, რაც მე ახლა გითხარით, "ამფეტამინის" და "ამფეტამინის" ჯგუფის პრეპარატების გავლენა ნარკოლოგიური ტესტებით არც დგინდება, იმიტომ რომ ამ ტიპის ტესტები საქართველოში არ არის"- ამბობს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი.
ცნობისთვის, Wizz Air-ის ქოლ ცენტრში, მათ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ 14 თებერვალს შევიდა. შესაბამისად, თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით მიფრინავდა, საწყის წერტილში დააბრუნა.
რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.
ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე გამოძიება გრძელდება. 27 წლის კაცს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.