რა დამსახურებით ჩამოაწერეს ჯარიმები? - ივანიშვილი "პირველების" კითხვებს არ პასუხობს
ბიძინა ივანიშვილის მორიგი საჯარო გამოჩენა და უპასუხოდ დატოვებული მთავარი კითხვები - ქართველმა ოლიგარქმა არ უპასუხა "პირველების" კითხვას, რა დამსახურებით, ჩამოაწერა ყოფილმა პრემიერმა ჯარიმები.
რამდენიმე წუთის წინ, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ქართველ მოჭიდავის ლევან თედიაშვილის პანაშვიდზე გამოჩნდა.
ივანიშვილი ძველ სპორტის სასახლეში მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად მივიდა, თუმცა ის მედიას ამჯერადაც არ გაუჩერდა და "პირველების" არცერთ კითხვას არ უპასუხა.
საუბარია, ყოფილი პრემიერის იმ გასაიდუმლოებულ განკარგულებებზე, რომელიც "შაბათის ეთერში" გასაჯაროვდა.
ღარიბაშვილის გადამალული განკარგულებებით, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს, დადგენილია, რომ
ექს პრემიერმა ოლიგარქს შეუსრულებელი დაპირებები აპატია და ათასობით ლარის ჯარიმაა ჩამოაწერა. მათ შორისსა 2018 წელს განმუხურში სახელმწიფოსგან მიღებული მიწის ნაკვეთიც, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი არ შესრულებულა.
ცნობისთვის, ქართველ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. კერძოდ, ლევან თედიაშვილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.
ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.