ბატონებო, წალკის ინციდენტი თქვენი წახალისებული ძალადობის შედეგია - ნოდარ მელაძე ხელისუფლებას

30.06.21 18:25
ბატონებო, წალკის ინციდენტი თქვენი წახალისებული ძალადობის შედეგია - ნოდარ მელაძე ხელისუფლებას

ამ ყველაფერს ახალისებენ მდინარაძეები, თალაკვაძეები, ვოლსკები. ისინი არიან ძალადობის კოლექტიური წამხალისებლები - ასე ეხმაურება ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს. 

მისი თქმით, ხელისუფლების განცხადებები და  ტონი კრიტიკული მედიის მისამართით ხელისუფლების მხარდამჭერებს ახალისებს განახორციელონ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ. 

ძალადობას ხელისუფლება ახალისებს, მამუკა მდინარაძეები, თალაკვაძეები, ვოლსკი, ესენი არიან კოლექტიური ძალადობის წამხალისებლები, პასუხისმგებლობაც ეკისრება მათ.  ბატონებო, ეს თქვენი წახალისებული ძალადობის შედეგია! 

მზად არის წერილი და მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას... სადაც ეს ხელისუფლება ჩავა, დახვდებათ დასტა წერილებისა, რომ ეს ხელისუფლება არის მოძალადე, სხვა გამოსავალი არ დაგიტოვეს- ამბობს ნოდარ მელაძე.

 წალკაში, სოფელ წინწყაროში, ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ "პირველების" რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს  გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა. 

მეტიც, ჟურნალისტებზე ძალადობის შემდეგ, აფრასიძეების დაჯგუფება, არა დაკითხვაზე, არამედ რესტორანში, საქეიფოდ წავიდა. 

 

მსგავსი სიახლეები