დაკითხვის ნაცვლად რესტორანი - ტვ პირველის ჟურნალისტზე თავდამსხმელებმა რესტორანში იქეიფეს
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ მოძალადეები პოლიციაში დაკითხვის ნაცვლად რესტორანში საქეიფოდ წავიდნენ.
სისხლიანი რეჟიმის ტელევიზია ხართ! სად იყო იმ კადრებში ცემა, ან ანგარიშსწორება , - მიმართეს ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირებმა ტვ პირველს.
წალკაში, სოფელ წინწყაროში, ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ "პირველების" რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა.