ოპოზიცია "ოცნებას" პასუხობს
“ოცნებას“, რომელიც პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ, ოპოზიცია პასუხობს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ივანიშვილის გუნდს ახსენებენ, რომ სწორედ კოალიციით მოვიდდნენ 2012 წელს ხელისუფლებაში.
2012 წელს ივანიშვილი თავად კოალიციით მოვიდა, რომელმაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გააერთიანა, გაცხადებული მიზანი ჰქონდა, ამის საჯარო განცხადებები არსებობს, რომ მისი მიზანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება და მეტიც, ის ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს თუ არ დათმობს, ჩვენ მას ძალით დავათმოვინებთ. "ნაციონალურ მოძრაობას" აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს შეეფასებინა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, იმიტომ, რომ კოსნტიტუციური უფლებაა ეს პოლიტიკური პარტიების. ამ სარჩელის მთავარი მიზანიც ხომ ეს არის, რომ სათამაშო მოედანზე დარჩეს მარტო, კონკურენტების გარეშე", - აცხადებს ანა წითლიძე.
"ლელო - ძლიერ საქართველოში" კი ამბობენ, რომ დღეს კოალიციურ მთავრობებზე დგას თანამედროვე ევროპა.
"წარმოუდგენელია, სერიოზულად, სამართლებრივ ჭრილში ვისაუბროთ იმაზე, რომ კოალიციური პარტიის დაპირება, ეს არის არაკონსტიტუციურად შერაცხვის საფუძველი" - აცხადებს თორნიკე ართქმელიძე.
განცხადება მოვისმინეთ, რომ თურმე პრობლემატურად ხედავს "ოცნება" იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვსურდა კოალიციური მთავრობა. კოალიციურ მთავრობებზე დგას თანამედროვე ევროპა. ნებისმიერი საპარლამენტო რესპუბლიკა დგას სწორედ კოალიციურ მთავრობებზე და ეს არათუ საფრთხეა დემოკრატიისთვის, პირიქით, ძლიერებს ეს დემორკატიას. წარმოუდგენელია, სერიოზულად, სამართლებრივ ჭრილში ვისაუბროთ იმაზე, რომ კოალიციური პარტიის დაპირება, ეს არის არაკონსტიტუციურად შერაცხვის საფუძველი. ეს სარჩელი არ ემყარება სამართლებრივი არგუმენტებს, ის ემყარება ერთადერთ სურვილს, რომ ამ ქვეყანაში მოკვდეს მრავალპარტიული დემოკრატია და ჩამოყალიბდეს ავტორიტარიზმი". - ამბობს თორნიკე ართქმელიძე.
“ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური ქმედების მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მხრიდან კოალიციური მთავრობის შექმნაზე გაკეთებულ განაცხადებას ასახელებს.
თორნიკე ჭეიშვილი ამბობს, რომ თუ პარტიებს აქვთ ერთი სამოქმედო გეგმა, სურთ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და გეგმავენ ერთობლივ მუშაობას, ეს არის საფუძველი იმისა, რომ აიკრძალონ.