ამოიღეს 27 608 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დააკავეს 1 პირი

27.10.26 12:23
ამოიღეს 27 608 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დააკავეს 1 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების  4 930 კოლოფი სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 27 608 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  მე-200 მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.