სალია "პირველებთან" ადასტურებს, რომ მსჯელობენ რუსთავის მეექვსე ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გათავისუფლებაზე

27.10.26 11:03
სალია "პირველებთან" ადასტურებს, რომ მსჯელობენ რუსთავის მეექვსე ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გათავისუფლებაზე

 

 

სასჯელაღსრულების სისტემა შეიძლება რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელმაც დატოვოს - დღეს, 27 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ "პირველებს" დაუდასტურა, რომ მსჯელობენ, შოთა ტრაპაიძის თანამდებობდიან გათავისუფლებაზე. 

"პირველების" ჟურნალისტი დაინტერესდა, რჩება თუ არატრაპაიძე დაკავებულ თანამდებობაზე, რაზეც სალიამ გვითხრა: 

ამ ეტაპზე ვმსჯელობთ ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებული იქნება გადაწყვეტილება".- ამბობს პაატა სალია. 

  • შეგახსენებთ, იმასაც რომ რომ 26 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ. [მისი პასუხისმგებლობის საკითხს პატიმრების, გიორგი დავითაძისა და ძმები ფეიქრიშვილების ოჯახები აყენებდნენ].

შოთა ტრაპაიძეს სახელს პატიმართა მიმართ ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და უფლებების გადამეტების არაერთი ბრალდება უკავშირდება.

უკვე რამდენიმე თვეა, 36 წლის პატიმრის, გიორგი დავითაძის ოჯახი ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

საუბარია იმ პატიმარზე, რომელიც რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ოჯახი ამავე ციხის დირექტორის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას ითხოვს. 

მსჯავრდებულის ახლობლები ამბობენ, რომ ბადრაგების მიერ ახალგაზრდა კაცის თითით გაუპატიურების შესახებ ინფორმაციას სწორედ  N6 დაწესებულების ხელმძღვანელი ფლობდა.

პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის გახმაურების შემდეგ, გამოჩნდა სხვა პატიმარიც, ნოდარ კიკნაძე ამტკიცებს, რომ ვიდრე დეესკალაციის ოთახში მასზე ბადრაგები იძალადებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ შოთა ტრაპაიძის კაბინეტშიც.