"მცემეს შოთა ტრაპაიძის კაბინეტში" - ძალადობის მძიმე მეთოდებზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა
"პირველებს" დაუკავშირდა კიდევ ერთი პატიმარი, ნოდარ კიკნაძე, რომელიც სასჯელს რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა სასჯელს [ამჟამად მსჯავრდებული გლდანის ციხეშია მოთავსებული].
მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ციხის თანამშრომლები უწყობენ ფსიქოლოგიურ ტერორს, აწამებენ და ცემდნენ მათ შორის, მისი მტკიცებით, დირექტორის, შოთა ტრაპაიძის კაბინეტში.
"სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ - კამერებს კი ეფარებოდნენ. წამების ერთ-ერთი მეთოდი დეესკალაციის ოთახში ტემპერატურის მინიმუმამდე დაყვანა იყო"- ამბობს კიკნაძე. ამისი მტკიცებით, ციხეში მიღებული დაზიანებების გამო 3 თვე "ვივა-მდეშიც" კი იწვა.
მე რომ გადამიყვანეს, აქედან გადამიყვანეს გლდანიდან, მაშინ დავალება ჰქონდათ, რაღაცეებს ვდავობდი ჩემს საქმესთან დაკავშირებით და "სარჩელი გამოიტანე, ის გამოიტანე" და მერე ეს ყველაფერი ერთმანეთს აჰყვა და შოთამ [ტრაპაიძემ] გააგრძელა მერე. [ძალადობა] ერთხელ მოხდა თავის კაბინეტში, ამიყვანეს თანამშრომლებმა, დანარჩენი დავალებით, ალბათ ავალებდა ესეც.
კი, [ამოვიცნობ ციხის მოძალადე თანამშრომლებს], დეესკალაციაში ჩავყავდით, იქ კიდე საშინელებაა. შეუარაცხყოფები. შუა ზამთარში კანკლალი გაგვიდიოდა. "სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ - კამერებს კი ეფარებოდნენ"- აცხადებს პატიმარი.