საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღეა

22.11.26 00:49
საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღეა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
2026 წლის 19 ნოემბერს, ქ. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ 
კორპუსში აფეთქების გამო, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის 
პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო 
დროშები დაშვებულია.

ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები