ქობულეთში დევნილთა საერთო საცხოვრებელთან ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა

21.11.26 23:59
ქობულეთში დევნილთა საერთო საცხოვრებელთან ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დევნილთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა. ინფორმაცია თავდაპირველად აჭარა თაიმსმა გაავრცელა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ, 22 ნოემბერს დილით დაიწყება, ფერდსამაგრის ჩამოშლის მიზეზებს კი გეოლოგები შეისწავლიან.