ოპოზიციურ პარტიებთან NDI-ის შეხვედრა დასრულდა - რა საკითხები განიხილეს დახურულ აუდიენციაზე

20.02.24 13:53
ოპოზიციურ პარტიებთან NDI-ის  შეხვედრა დასრულდა - რა საკითხები განიხილეს დახურულ აუდიენციაზე

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა დასრულდა.  დახურულ კარს მიღმა ამერიკულ ორგანიზაციასთან სასაუბროდ ყველა პარტია საკუთარი გზავნილით მივიდა. მთავარი მოთხოვნა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისს ჩატარება იყო.

"ლელოს" წევრის, დავით უსუფაშილის თქმით, სადამკვირვებლო მისიას აინტერესებდა, რა სქემით შეიძლება გაყალბდეს არჩევნები და რა საშუალებებს იყენებს ამისთვის მმართველი პარტია. 

მათი კითხვები შეეხებოდა ისეთ ეტალებს, როგორიცაა როგორ ხერხდება და როგორ ახერხებს ხელისუფლება ოპოზიციურ განწყობილ ამომრჩეველზე ზეწოლას, რომ მან ან სხვა მხარეს მისცეს ხმა ან სახლში დარჩეს და რა სისტემა მუშაობს. ცხადია, ჩვენ ავუხსენით, რომ აქ არის გამოყენებული ძალიან ფართო სპექტრი საჯარო მოხელეების, საჯარო უწყებები, სკოლის დირექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ამ გზით მოსახლეობის მონაცემთა ბაზა, რომლითაც ოპერირებენ. აინტერესებდათ, ვითარება თუ რა შეიძლება იყოს არჩევნების შემდეგ, რას ველით, - ამბობს "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი. 

"სტრატეგია აღმაშნეებლის" ლიდრის თქმით, პირველ საკითხად შეხვედრაზე არჩევნებში ემიგრანტების მონაწილება დაასახელეს. 

პირველ საკითხად დავსვით ემიგრანტების არჩევნებშ მონაწილეობა. არ შეიზლება 800 ათას ადამიანს, რომელიც, ფაქტობრივად, გააგდო ქვეყნიდან "ქართულმა ოცნებამ", იმიტომ, რომ სამუშაო ადგილები არ აქვთ, არ შეიძლება ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება, - ამბობს გიორგი ვაშაძე.  

მსგავსი სიახლეები