ევროპარლამენტარები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ზურაბიშვილზე, რომ მან სააკაშვილი შეიწყალოს - ნიკოლოზ სამხარაძე
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ დასავლელი ლიდერები ზურაბიშვილზე ზეწოლას ახდენენ, რომ მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს. ამის შესახებ განცხადება ნიკოლოზ სამხარაძემ ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც სააკაშვილს ლობირებენ, ცდილობენ, პარალელები ნავალნის მკსვლელობასთან გაავლონ და ამით სალომე ზურაბიშვილზე გავლენა იქონიონ.
პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა კონფერენციაზე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე მიუთითეს პირდაპირ, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილი შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის აი, ამ სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ, რომ ამაში პარალელები გაავლონ. ანუ ისევ ამოქმედებულია ძველი ხაზები, ძველი ლობისტური ხაზები, რომლის შესახებაც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს პრეზიდენტი ამიტომ მინდოდა ეს საზოგადოებას სცოდნოდა,- თქვა სამხარაძემ.