"ან შიში პუტინისადმი ან თქვენი გამბედაობა" - ეკა ხერხეულიძე პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს
ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ოპოზიციის წევრმა პარალელი ნავალნის მკვლელობასთან გაავლო და არ გამორიცხა, რომ მესამე პრეზიდენტმაც იგივე ბედი გაიზიაროს. მისი თქმით, სააკაშვილს, ისევე როგორც ნავალნის, პუტინი მტრად მიიჩნევს და ამიტომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაშ ყოფნა საფრთხის შემცველია.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის რა წარმოდგენა აქვს მიხეილ სააკაშვილზე და არანაირ წიაღსვლებს ქართველი სამამულო ექსპერტების დასკვნებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არ აქვს ფასი, ვინაიდან, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად, საღად აფასებს იმ რისკს და საშიშროებას, რომელიც მომდინარეობს ამ რისკთან მიმართებაში. როდესაც პუტინი ღიად საუბრობს საკუთარ მტერზე, არანაირი მოსაზრება ანგარიშგასაწევი არ არის და არ არის რელევანტური ჩვენი ოპონენტების მხრიდან შეხედულებები მიხეილ სააკაშვილზე. მიხეილ სააკაშვილის გარდა ის მტრად არ აღიარებს "ქართული ოცნების" არცერთ წარმომადგენელს. ამიტომ სამიზნე რომელიც დღეს "ვივამედში" იმყოფება, რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით და მაღალი რისკი მისი მკვლელობის თაობაზე არის ძალიან რეალური. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის დღეს უკეთესად გამოიყურება ვიდრე წინა პირობებში და ამის პირობებში თავად მე ვარ როდესაც მას ვნახულობდი ძალიან მძიმე ვითარებაში, მინდა შეგახსენოთ, რომ ნავალნის სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე დღეს საზოგადოებას ამცნეს, რომ ის თრომბით გარდაიცვალა. ჩვენ ამ საფრთხისგან არ ვართ შორს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამიტომ, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს - ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი, ან თქვენი გამბედაობა, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.