გააგრძელეთ "ლელოს" ლანძღვა, ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას - "ლელო" "ოცნების" თავდასხმებს პასუხობს
გააგრძელეთ "ლელოს" ლანძღვა, ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას, - ასე პასუხობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მმართველი პარტიის კრიტიკას. ოპოზიციის წევრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ იმ როს, როდესაც პარტია ბათუმში შეხვედრებს მართავს, ხელისუფლება ისევ "ლელოს" დისკრედიტაციით არის დაკავებული.
სალამი ბათუმიდან! ძალიან საინტერესო ორი დღე გვაქვს წინ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებით დატვირთული. ორი წუთით ჩავრთე ტვ და ამ დილიდან "ოცნების" სპიკერები საპარლამენტო მიკროფონებიდან ისევ "ლელოზე" საუბრობენ: "ლელო", "ლელომ", "ლელოს" და ა.შ. ))
გააგრძელეთ "ლელოს" ლანძღვა, ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და ვემსახურებით საქართველოს, - წერს ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდასხმის სამიზნე დღეს ისევ პარტია "ლელო" იყო. დავით მათიკაშვილმა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს უთხრა, რომ ქვეყნისთვის უანგაროდ არაფერი გაუკეთებიათ და არჩევნებშ მარცხისთვის არიან განწირულები.
ჯერ იყო და ხაზარაძემ თავის ცეცხლმოკიებული, ალშიგახვეული მუსტანგით გადაცურა და გადმოცურა ლა-მანშის სრუტე. მერე იყო და ციტრუსი არ დაუტოვა ჩვენს მოქალაქეებს დასაკრეფი, ყველას დაუკრიფა, დაუსაწყობა. ახლა მესამედ, აი, სულ ბოლო პერიოდში გაგვანდო საკუთარი უძლობის მიზეზები, თურმე რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, რა გზებით უნდა იაროს თავისი მანქანა-მოჩვენებით, რომ შეძლოს და ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ 1000 ლარიანი პენსია დაუნიშნოს. მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ კლასტერს, რა გაგიკეთებიათ უანგაროდ საკუტარი ქვეყნისთვის? ილია ჭავჭავაძეს აქვს ასეთი პუბლიცისტური ნაშრომი, "პოლემიკა ნოე ჟორდანიასტან". იქ ასეთი ფრაზა უწერია, რომ "გოგრა ვერ გახდება შირაზი ვარდი, რაც არ უნდა მარალ თაროზე შემოდოო". თქვენაგნ პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვლენა და რა ნულოვანი ნდობაც და რეიტინგიც გაგაჩანიათ საზოგადოებისგან, ზუსტად ასეთივე ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე, - თქვა დავით მათიკაშვილმა.