გვახსოვს, რა გველოდა ნავალნის გამარჯვების შემთხვევაში, ისევ ოკუპაცია - "ოცნების" დეპუტატი

20.02.24 14:17
გვახსოვს, რა გველოდა ნავალნის გამარჯვების შემთხვევაში, ისევ ოკუპაცია - "ოცნების" დეპუტატი

ქართველებს გვახსოვს, მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა, ისევ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ისევ რუსეთის ის იმპერიალისტური პოლიტიკა - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალექსეი ნავალნის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

"თავი დაგვანებეთ"- მიმართა დეპუტატმა იმ ადამიანებს, რომლებიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობაზე საუბრობს.  

ღმერთმა აცხონოს ალექსეი ნავალნის სული. ნამდვილად სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი ტყვეობაში იღუპება, მაგრამ ქართველებს გვახსოვს, მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა, ისევ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ისევ რუსეთის ის იმპერიალისტური პოლიტიკა, რასაც საუკუნეებია, ეს ქვეყანა არ წყვეტს და არც შეწყვეტს. ეს ფეტიში რუსეთისადმი, პუტინისადმი - ამ ადამიანებს ყოველდღე რამდენიმეჯერ ახსენებთ. არაერთხელ გთხოვეთ, თავი დაგვანებეთ.

მსგავსი სიახლეები