მოსყიდვა, ზეწოლა და შავი ფული არჩევნებში - NDI-ის სადამკვირებლო მისია არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა

20.02.24 15:35
მოსყიდვა, ზეწოლა და შავი ფული არჩევნებში - NDI-ის სადამკვირებლო მისია არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა

საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ NDI-ის სადამკვირებლო მისიას არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხვდებიან. რამდენიმე წუთისს წი, სასტუმრო "რედისონში" ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია და ეკა ბესელია მივიდნენ.  პოლიტიკოსები მთავარ აქცენტს გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობაზე აკეთებენ. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ხალხის ხმები არ მიიტაცოს ოპოზიციას აქვს საკუთარი გეგმა, თუ როგორ შეიძლება პროცესი სტრატეგიული პაეტნიორების დახმარებით წარიმართოს.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველაფერი ხალხის ხელშია და თუ საზოგადოების ნება და აქტიურობა იქნება, არჩევნები ვერ გაყალბდება. 

ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე და საზოგადოებაზე. თუ იქნა საზოგაოების დიდი აქტიურობა და კონსესუსი, ნება, ვერანაირი არჩევნები ვერ გაყალბდება. კამპანია იმის თაობაზე, რომ უკვე გაყალბებულია არჩევნები, აწყობს "ქართულ ოცნებას", რომ უმედობა დანერგოს და ეს არის სწორედ, რაც მათ სურთ, რომ იყოს წინასწარი კლიმატი. ჩვენი პარტნიორების ინფორმირება ამ მეთოდებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ყველა ტიპის ზეწოლა, რა ეფექტით არ უნდა გამოიყენოს გამოსაყენებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი წყდება არა საერთაშრიოს დამკვირვებლების მხრიდან გაადგმული ნაბიჯებით, არამედ ჩვენი საზოგადოების აქტიურობით, - ამბობს გიგა ბოკერია. 

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია ყველა იმ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც სამართლიანი არჩევნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  

მეთოდები, რაც გამოყენებული იყო ბოლო პერიოდში: უკონტროლო ფული, შავი ფულის მოძრაობა არჩევნების დროს, მოსყიდვა, ზეწოლა ამომრჩეველზე, თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობების შეეგების გასაჩივრების მექანიზმების არარსებობა, ეს იქნება ყველაზე მძიმე ნაწილი და ცესკოს მუშაობა თვითონ და ნდობა ამ პროცესის მიმართ, იმიტომ, რომ პირველად ტარდება პროპორციული ელექტრონული არჩევნები. არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე თემა, რომელიც ემიგრაციის მონაწილეობას ეხება. კოპლექსურად ყველა ეს კომპონენტი არ იძლევა წინასწარ განცდას, რომ ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ემზადება, - ამბობს ეკა ბესელია. 

მსგავსი სიახლეები