კობახიძის მოლაპარაკებიბი ბრიუსელში - როგორია მოლოდინები
ამ წუთებში ყურადღების ეპიცენტრშია, ბრიუსელი, სადაც საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა დაიწყო. მრგვალი მაგიდის გარშემო ირაკლი კობახიძე და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხედან. ამ მოლაპარაკებების შემდეგ ბევრი ამბის ბედი უნდა გადაწყდეს, კობახიძემ ბრიუსელში უნდა მიიღოს პირდაპირი გზავნილები, მათ შორის იმ რეპრესიულ კანონებზე რომელსაც დღეს საქართველოს პარლამენტი იღებს.
ახლა მთავარი ინტრიგაა რას ეტყვიან შეხვედრაზე კობახიძეს სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თემაზე.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელში მათი გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის და ახლა მთავარი გადაწყვეტილებები პარტნიორებმა უნდა მიიღონ.
მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის დროს პირველი ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი, სად იქნება პირველი ვიზიტი. სწორედ ეს იყო არჩევანი, პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. იცით, რომ ირაკლი კობახიძეს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ბრიუსელში, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს წარმომადგენლობაში. ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება და ჩვენი გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ახლა მთავარი გადაწყვეტილებები არის ჩვენი პარტნიორების მხარეს, ევროკავშირი იქნება ეს თუ ნატო. იმედი გვაქვს, რომ ისინი ისეთივე გაბედული იქნებიან, როგორც საქართველო არის გაბედული, უკვე ათწლეულებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.