კალაძის მტკიცებით, სააკაშვილის შეწყალებაზე ზურაბიშვილზე ზეწოლა მიმდინარეობს
მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხი, მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა. ოლიგარქის პარტია თავდასხმაზეა გადასული. მდინარაძის საპარლამეტო დანაყოფი ერთ დროულად თავს ესხმის მიხეილ სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილს და საპარლამენტო ოპოზიციას.
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მან მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
კალაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, თავის ქვეყანას მიხედოს და თავი დაანებოს სხვის ქვეყანაში მიმდიანრე მოვლენებს.
კარგად ვხედავთ ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს, რაც ხდება ზურაბიშვილზე. მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ყველამ მიხედოს საკუთარ ქვეყანას. დღეს ძალიან სერიოზული გამოწვევები და პრობლემებია საქართველოში. ყველა ქვეყანას თავისი პრობლემა აქვს და ჩვენს პრობლემას, ჩვენს ტკივილს ჩვენ თითონ მივხედავთ და მოვაგვარებთ.
ესენი არიან ჩვეულებრივი ამ ქვეყნის მტრები და სახიფათო ადამიანები, შესაბამისად, როდესაც დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ყველა კანონის წინაშე ვართ თანასწორუფლებიანი და უნდა აგოს პასუხი დანაშააულზე", - ამბობს კალაძე.
"თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში", - ამ სიტყვებით მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა.