სააკაშვილი ხან კვდება, ხან არ კვდება, გვირილაზეა დამოკიდებული? - ოდიშარია
სააკაშვილი ხან კვდება, ხან არ კვდება, გვირილაზეა დამოკიდებული? ალბათ, ფანჯარა რომ გამოუღო, ბეტმენი იქნება და გადაუფრენს მთელ საქართველოს, როგორც უყვარდა ხოლმე - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარია ტოლობის ნიშანს არ სვამს ალექსეი ნავალნისა და საქართველოს მესაე პრეზიდენტს შორის და ამბობს, რომ ეს შედარება ალბათ, რუსი ოპოზიციონერის ოჯახს არ მოეწონებოდა.
რაც შეეხება ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებას, ოდიშარია ამბობს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი ამას გააკეთებს, ხალხის რისხვა არ ასცდება და მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი, აბსოლუტურად განულდება.
"არაჟნის ვედროში იჯდა, ორპალატიან პალატაში ზის და დაფოფინებს მთელი საავადმყოფო თავზე. მართლა გეუბნებით, ძალიან ბევრი პატიმრის მშობლის თვალებში შეხედვის მრცხვენია, იმიტომ, რომ გაცილებით უფრო ნაკლებ მძიმე დანაშაულზე იხდიან სასჯელს იქ, სადაც უნდა იხდიდნენ მსჯავრდებულები და სააკაშვილი იმისდა გამო, რომ ხარჯავს მილიონებს, ტეხავს აჟიოტაჟს, აზიანებს საქართველოს, ხალხს, ხელისუფლებას, აზიანებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს და მომავალს, ამის გამო აი ასეთ მდგომარეობაშია. ხან კვდება, ხან არ კვდება, ხან კვდება, ხან არ კვდება, არ ვიცი გვირილაზეა დამოკიდებული, თუ რამე ტალღას უსინჯავენ, ადამიანების განწყობებისას პულსს, თორემ, როგორ შეიძლება ადამიანი ერთ დღეს კვდებოდეს, მეორე დღეს მაგრად ჯანმრთელად იყოს და კოალიციას უდგებოდეს თავში, მესამე დღეს ალბათ გაფრენას აპირებს, ალბათ, ფანჯარა რომ გამოუღო, ბეტმენი იქნება და გადაუფრენს მთელ საქართველოს, როგორც უყვარდა ხოლმე და ასეთ მდგომარეობაში ვართ.
არ ვიცი ნავალნი, მოწამლეს მოკლეს თუ ა. შ. მაგრამ ამ ორი ფიგურის ერთმანეთთან შედარება, როგორც მინიმუმ ნავალნის ოჯახს ძალიან ეწყინებოდა. აბსოლუტურად არ გვანაღვლებს ჩვენ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს თუ არა, მე გვანაღვლებს ზურაბიშვილის რენომე და ხალხის რისხვას, რომელსაც ის მიიღებს და ამით აბსოლუტურად განულდება მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი", - აცხადებს ბექა ოდიშარია.