ევროპარლამენტარების მიერ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება სამარცხვინო მცდელობაა - პაპუაშვილი

20.02.24 15:24
ევროპარლამენტარების მიერ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება სამარცხვინო მცდელობაა - პაპუაშვილი

ევროპარლამენტარების მიერ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება სამარცხვინო მცდელობაა, კრიმინალი სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის და ზუსტად იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან.

„ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს დიდი ხანია და ვიცით, მათ შორის, საიდან მოდის დაკვეთა, რომელი ხაზები მუშაობს, რომელი ლობისტები მუშაობენ, რა ჯდება ეს ყველაფერი. ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი იცის იმის წყალობით, რომ ამერიკაში მოქმედებს „რუსული კანონი“. ჩვენთან რომ მოქმედებდეს „ამერიკული კანონი“, რომელსაც „რუსულ კანონს“ ეძახიან, ჩვენ ამას უფრო ადრე გავიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ, უმალავენ ჩვენს საზოგადოებას. ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, რომ კრიმინალი სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან. სალომე ზურაბიშვილი თავს ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად არ თვლის. არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლის წინაშეც ის თავს თვლის ანგარიშვალდებულად. რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები