"ოცნება" არჩევნებს იგებს, ამიტომ ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს მიზეზი, რომ შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადოს - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას წიინასწარ აანონსებს. ამის შესახებ მან NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილის ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა ჰქონეს მიზეზი, რომ არჩევნების შედეგებს უწინდებურად ბოიკოტი გამოუცხადოს. ამისთვის, კი მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე დაკვირვებაშ ასეთი მისიები იყვნენ ჩართულები.
ჩვენი უპირველესი ინტერესი არის, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი. "ქართული ოცნება" მომავალ არჩევნებს იგებს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ საბაბიც კი არ ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გაიმეოროს იგივე, რასაც აკეთებდა 2016, 2020-ში, როდესაც ბოიკოტს უცხადებდა შედეგებს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ინტერესები. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა NDI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან, მათ შორის, გვქონდა ამ საკითხებზეც საუბარი და დარწმუნებულია ვარ, მნიშნელოვანია ასეთი მისიები, რომლებიც დააზღვევენ იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა დეზინფორმაციით არ გააკეთონ იგივე, რასაც აკეთებდნენ, - ამბობს პაპუაშვილი.