"ოცნების" თავდასხმები "ლელოზე" გრძელდება - სახელისუფლებო გუნდის იერიშს ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი შიშით ხსნის

20.02.24 15:54
"ოცნების" თავდასხმები "ლელოზე" გრძელდება - სახელისუფლებო გუნდის იერიშს ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი შიშით ხსნის

რატომ ეშინია „ოცნებას“  ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის - პარტია „ლელო“ უწყვეტი გაშავების კამპანიას ეხმაურება.

ოპოზიციური პარტიის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ოლიგარქის პარტიას „ლელოს“ მზარდი რეიტინგი აკარგვინებთ მოსვენებას. 

როგორც „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი ამბობს, სახელისუფლებო პარტიას ეშინია, რომ არჩევნებზე „ლელოს“ მაღალი შედეგი ექნება.

ეს არ არის დღის წესრიგი, ეს არის თვის წესრიგი, თუ გადაავლებთ თვალს სახელისუფლებო შავ პიარ სტრატეგიას, ეს მიმართულია „ლელოსკენ“ და „ლელოსთან“ დაკავშირებული პირებისკენ. ვის ესხმიან ძირითადად ხოლმე თავს - ვისგანაც ელიან საარჩევნო საფრთხეს. „ლელო“, ყველა შენიშნავდით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არის განსაკუთრებულად მობილიზებული, აქტიური და განსაკუთრებულად მზარდი პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული დასაბუთებული ამბიცია, რომ ვიქნებით მომავალი სახელისუფლებო კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილი. რა თქმა უნდა, ოცნებას ეს არ სურს, ოცნებას სურს, რომ ხედავდეს სუსტ და ბევრ პარტიას,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.

დილიდან „ოცნების“ მთავარი სამიზნე ისევ „ლელოა“. პარლამენტში დებატებზე დაწყებული თავდასხმები თბილისის მერმა გააგრძელა. კახი კალაძემ იერიში პირადად მამუკა ხაზარაძეზე მიიტანა.

მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ლუზერი, რადიკალია და არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა რეალობაში მიშას შვილები არიან. წლების წინ მათ სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ. თუ რა ფუნქცია ჰქონდა ამ ვაჟბატონს, რა სიბინძურით იყო დაკავებული.
სამარცხვინოა. ასეთი ადამიანები პოლიტიკაში კი არა, საერთოდ პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ისეთი ძლიერი იქნება, რომ მსგავსი ბინძური ადამიანები პოლიტიკას ვერასდროს გაეკარებიან,“ - ამბობს კალაძე.

 

მსგავსი სიახლეები