ან "დურაკია" ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში - კალაძე ნადირაძეზე
ან დურაკია ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, - ასე პასუხობს ენმ-ს წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებას დედაქალაქის მერი. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ნადირაძე სიცრუეს ტირაჟირებს. საქმე ეხება ოპოზიციის წევრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გასულ წელს მერიამ 200 მლნ ლარზემეტი ვერ აითვისა.
"ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია, აქ ორ რამესთან გვაქვს საქმე, ან დურაკია ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ძალიან მარტივად არის ყველაფერი გაწერილი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ის რაზეც ახლა თქვენ მესაუბრებოდით, 100 მილიონი ეს არის გადაჭარბებული შემოსავლები ბიუჯეტში, რაც უბრალოდ ვერ დაიგეგმებოდა და მინდა ჩემ თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, ეს ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, დანარჩენ 100 მილიონს რაც შეეხება, ეს არის გარდამავალი პროექტები, წერეთლის გამზირი, ვაკის პარკი, ასე შემდეგ, ის პროექტები, რომლებიც დაკონტრაქტებული იყო, სამუშაოები დასწრებული იყო და წელს უნდა იქნეს დასრულებული", - თქვა კალაძემ.