ხმაური თბილისის საკრებულოში - ოპოზიცია "ოცნებას" აუთვისებელი თანხების გამო აკრიტიკებს
დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა თბილისის საკრებულოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველ პარტიას პირდაპირ უთხრეს, რომ კითხვებს კალაძის მიერ აუთვისებელი 200 მლნ აჩენს და ეს იმ ფონზე, როდესაც თბილისში ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემა მოუგვარებელია.
ოპოზიციამ ასევე ყურადღება მერიაში გაზრდილ შტატებსა და ჯარიმებზე გაამახვილა.
მაშინ, როდესაც ბიუჯეტში აუთვისებელი თანხები დაგრჩათ, ჭონქაძეზე ადამიანები ელლოდებიან, ჭერი როდის ჩამოენგრევათ და გაბზარულ სახლებშ უწევთ ცხოვრება და კაციშვილი არ არის, რომ პასუხი გასცეს. გუშინწინ ადამიანი ივერთუბნიდან ვიდეოს მიგზავნის, როგორ იხრჩობა ტალახში, - უთხრა უმრავლესობის წევრებს პარტია "ხალხისთვის" წევრმა საკრებულოდან ნინო წულაძემ.
ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ "ქართულ ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ აუთვისებელი თანხების გამოყენებას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გეგმავს.
დილიდან ვისმენთ "ქართული ოცნების" დემაგოგიას თითქოს ისე ყვავის ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ეკონომიკა, თითქოს ამ ქვეყანაში ბავშვები არ შმშლობდნენ ან პენსიონერები... დიახ, თქვენ შარშან ვერ აითვისეთ 200 მლნ ლარი და ეს ტანხა გადმოიტანეთ 2024 წელს და მიზანი იყო ერთადერთი, რომსაარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსი გამოგეყენებინათ დამატებით, - თქვა ირაკლი ნადირაძემ.
"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ 2023 წლის ბიუჯეტიადნ გაუხარჯავი თანხები 2024 წლის ბიუჯეტში გადავა.