გეგმები იხლართებოდა, რომ არჩევნები ჩაეტარებინა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს - პაპუაშვილი

20.02.24 16:56
გეგმები იხლართებოდა, რომ არჩევნები ჩაეტარებინა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს - პაპუაშვილი

"გეგმები იხლართებოდა, რომ არჩევნები ჩაეტარებინა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს," - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

პაპუაშვილი კვლავ ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და ამტკიცებს, რომ ოპონენტების მიზანს ცესკოს თავმჯდომარის მათთვის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება წარმოადგენდა.  

არაფერი ამ ცვლილებით ოპოზიციური მოადგილისთვის ახლა ვინც არის, ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი, არაფერი იცვლება - როგორც ჰქონდა ერთი ხმა, ერთი ხმა ექნება, რასაც აკეთებდა აქამდე, ზუსტად იგივეს გააგრძელებს. ერთადერთი, რაც ეწერა ამ კანონში, ასეთი პრეცენდენტი არსად არ არსებობს, ეწერა, რომ ამ პარტიულ მოადგილეს ჰქონდა ჩასაფრებული მოადგილის პოზიცია, უნდა ჩასაფრებული ყოფილიყო, როდის გადაუბრუნდებოდა ფეხი თავმჯდომარეს, რომ მოვალეობა ვერ შეესრულებინა და ჩამხტარიყო თავმჯდომარის სავარძელში, ეს არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მას ეწერა. კითხვა ისმის: ისინი, ვინც მოგვიწოდებდნენ, რომ ეს დარჩეს, რა მიზნები და განზრახვები აქვთ უკან, რა ჩანაფიქრია, იმედოვნებენ, რომ იქნებ რამენაირად იქნებ ჩამოიცილონ არჩეული თავმჯდომარე და "ლელოს" პოლიტსაბჭოს ჩაატარებინონ არჩევნები. ეჭვები ჩნდება სერიოზული, რომ რაღაც გეგმები იხლართებოდა იმისთვის, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩაეტარებინა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს,“ - შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები