ჩვენ სანდო მოკავშირეები ვართ - კობახიძე ბრიუსელში

20.02.24 17:28
ჩვენ სანდო მოკავშირეები ვართ - კობახიძე ბრიუსელში

ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზოტი ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე - მთავრობის ხელმძღვანელი მაღალი ტრიბუნიდან ამბობს, რომ იზიარებს EU-ს ფასეულობებს და ღირებულებებს. 

მისი თქმით, საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 

ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის. 

ვიზიარებთ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს. გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, თუმცა ჩვენი შედეგები არის დიდი ძალისხმევის შედეგი. ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, რომ განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღწეული ასოცირების პროცესში. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე სწორუპოვარი სვლა გაგრძელდება“, - თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანამ ევროინტეგრაციისთვის ბევრი გააკეთა. საქართველოს მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხელშესახები შედეგებისთვის ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას გააგრძელებენ.    

ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და პარტნიორი რეგიონში. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას იმისათვის, რომ თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს იმ ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ამ კონტექსტში აისახება სამოქალაქო თანამეგობრობის საფუძველზე.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი განეიტრალების კვალობაზე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მიდგომას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული მხარდაჭერის მიმართ“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები