რუსეთმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა ქართველ მებრძოლს, რომელიც „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა

21.02.24 00:01
რუსეთმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა ქართველ მებრძოლს, რომელიც „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა და ოჯახისთვის მისი ადგილსამყოფელის შესახებ მწირი ინფორმაცია იყო ცნობილი. 

დღეს კი ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 22 წლის კაცს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა. 

მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ გაწერელიამ "მარიუპოლში, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა".

 მამუკა გაწერელიას დედა ამბობს, რომ შვილს პამ ხნის განმავლობაში გუშინ პირველად ესაუბრა.

ქალი ამბობს, რომ საქართველოში „წითელი ჯვარს“ და სახალხო დამცველს რამდენიმე თვის წინ მიმართეს, საქმის კურსშია საგარეო საქმეთა სამინისტროც. 

"აზოვსტალის" მცველი 2022 წლის 20 მაისს ტყვედ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას, „აზოვსტალის" დატოვების შესახებ.

ახალგაზრდა კაცი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე გამგზავრა.