სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია - აშშ-ს ელჩის გაფრთხილება "ოცნებას"
ამერიკის ახალი ელჩის პირველი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" - რობინ დანიგანი საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ელოდება. ოლიგარქის პარტიას ამერიკელი დიპლომატი, ფაქტობრივად, მინიშნებას აძლევს. განსაკურებით გამოყოფს ცესკოს. საარჩევნო კომისიას, რომელიც "ოცნებამ" ერთპარტიულ ორგანოდ აქცია, დანიგანი საარჩევნო პროცესში გადამწყეტ როლს აკისრებს. დანიგანმა ასევე ხაზი აგუსვა, რომ არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნება და სვლა ევროკავშირისკენ რეფორმებით უნდა გაგრძელდეს.
საქართველოშიც და აშშ-იც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები კი ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, აშშ ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცესკოსთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთიო დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ აშშ-ში, - თქვა დანიგანმა.
აშშ- ელჩმა ასევე, ამერიკის და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა. დანიგანმა პირდაპირ თქვა, რომ აშშ-ს პრიორიტეტი საქართველოს ევრკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაა.
ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა და ასევე ძალიან მტკიცე ხალხთა შორისი კავშირები. ჩენი ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლისას, იყო ბრიუსელში ვიზიტი, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა და ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად, - განაცხადა ელჩმა.