"გახარია კედლებს ეჩხუბება" - გვარამიას პასუხი ექსპრემიერს (VIDEO)

21.02.24 15:17
"გახარია კედლებს ეჩხუბება" - გვარამიას პასუხი ექსპრემიერს (VIDEO)

 

 

"გახარია კედლებს ეჩხუბება" - ასე პასუხობს გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას ნიკა  გვარამია. პლატფორმა "ახალის" დამფუძნებელი თვლის, რომ მას თავის გზა აქვს და დრო აჩვენებს, ვინ მეტს დაკარგავს. გვარამიამ "ტვ პირველის" თოქ შოუში გამოთქმულ მოსაზრებას განმარტავს, სადაც მან ექსპრემიერის გუნდთან მოლაპარაკებები არ გამორიცხა. 

„ტვ პირველის“ წამყვანმა ეკა მიშველაძემ დამისვა შეკითხვა გახარიასთან დაკავშირებით თუ განვიხილავ მას რაღაც სამთავრობო კოალიციაში მომავალში. პარტიად ნამდვილად არ განვიხილავ, როგორც მოკავშირეს, მაგრამ რაც შეეხება ზოგად კოალიციას, ჩემთვის არამოლაპარაკებადი არ არის, მაგრამ ვიღაცას თუ არ უნდა ლაპარაკი არც ჩემთან, არც სხვებთან და არ ვიცი, კედლებს ეჩხუბება, ეს ხომ არ არის ჩემი პრობლემა. ეს მათი პრობლემაა, ვინც ამას აკეთებს. წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ, არ მჯერა ეგეთი წარმატების. ჩემი არჩევანი ეს ვერ იქნება. მე ჩემი არჩევანი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ამიტომ პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ. გამოპასუხება არ იქნება, რა პრობლემაა. მე უფრო მეტს დავკარგავ ამით თუ გახარია დაკარგავს, ქვეყანა დაკარგავს, ამსა ვნახავთ, - ამბობს ნიკა გვარამია. 

ქვეყანაში ახალმა პოლიტიკრუმა სკანდალმა იფეთქა. "ტვ პირველის" თოქ შოუ პოლიტიკური დებატების საგანი გახდა. გახარიას პარტია ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას განცხადება, მათთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათი დაზიანების მცდელობაა. ექსპრემიერის პარტიის მტკიცებით, ახლა ლევან ბეჟაშვილი და ნიკა გვარამია ცდილობენ, გახარიას მიეწებონ და ისინი დააზიანონ. "არავითარი ერთობა არ იყო არ არის და არ იქნება" - თქვეს ბრიფინგზე, თუმცა პრესრელიზი მთავრდება სიტყვებით "ნუ გვეტენებით".  

მსგავსი სიახლეები