ივანიშვილის მთავრობის პირობებში 9 დათქმა ვერ შესრულდება - ბოკუჩავა
"ყველა ჩვენი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის ცხრა დათქმა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, ასევე ნატოში გაწევრიანებისთვის", - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკკუჩავამ გააკეთა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის 9 დათქმის შესრულება მნიშვნელოვანია.
ყველა საქართველოს დასავლელი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და ეს 9 დათქმა ისეთივე აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, როგორც ნატო-ში ინტეგრაციისთვის, რადგან ნატო არის არა მხოლოდ თავდაცვითი სამხედრო ალიანსი, არამედ ეს არის ღირებულებების ალიანსი. შესაბამისად, დემოკრატიული განვითარება ჩვენს ქვეყანაში ისეთივე რელევანტური და მნიშვნელოვანია ნატო-ში გაწევრიანებისთვის.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.