რეფორმები იქნება მთავარი - მეცოლა კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე
რეფორმები იქნება მთავარი - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს “, - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.
აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.