კალაძე პიარ სააგენტოზე მილიონებს ფლანგავს, ხოლო პედაგოგების ხარჯზე თანხების დაზოგვას ცდილობს - ბუაძე
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე სახალხო დამცველის ანგარიშს, რომლითაც თბილისის მერია პედაგოგებსა და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობას უზღუდავს, საგანგაშოს უწოდებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა, კახა კალაძე ამ ადამიანების ხარჯზე თანხების დაზოგვას ცდილობდეს.
განსაკუთრებით საგანგაშოა სახალხო დამცველის ანგარიშის ეს ნაწილი ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ კახი კალაძეს ჰყავს საკუთარი პიარ სააგენტო, რომლისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან იხარჯება თითქმის 6 მილიონი ლარი და ამ ფონზე ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული პედაგოგები და თანამშრომლები, რომლებსაც 10 წელია უფორმებენ 10-წლიან ხელშეკრულებებს", - ამბობს ბუაძე.
ცნობისთვის, 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა.
მათივე ცნობით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება 10 თვის ვადით იდება.