ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ მოუწოდებს - სტოლტენბერგი
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარებაც განიხილეს.
საქართველო არის ქვეყანა რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. NATO მოუწოდებს რუსეთს, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები დაკავებული ჰქონდეს.
მნიშვნელოვანი რისკია ის, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს უკრაინაში აწარმოებს აგრესიულ მოქმედებებს და ჩვენ მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს, რომ მოხდეს შავი ზღვის უზრუნველყოფა თავისუფალი მოძრაობისთვის", - თქვა სტოლტენბერგმა.