სისხლი დაიღვრება და გავერთობით - იაგო ხვიჩია
სისხლი დაიღვრება და გავერთობით - ასე ეხმაურება პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი იაგო ხვიჩია გახარიას გუნდის განცხადებას და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის პარტიის სამიზნე არა სხვა ოპოზიციური პარტიები, არამედ ნიკა გვარმიაა, რომელმაც გუშინ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში არჩევნების შემდეგ გახარიას გუნდთან თანამშრომლობა არ გამორიცხა.
არა, ახლა მე რომ არ ვეტენები ფაქტია. მე ხო არ მეტყოდა, მე შიძლება მითხრას, ნუ მაკრიტიკებო. ამ წუთას მის მიერ ნატქვამი ეს სიტყვები, მგონია გვარამიაზეა, სისხლი დაიღვრება და გავერთობით", - განაცხადა ხვიჩიამ.
ქვეყანაში ახალმა პოლიტიკრუმა სკანდალმა იფეთქა. "ტვ პირველის" თოქ შოუ პოლიტიკური დებატების საგანი გახდა. გახარიას პარტია ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას განცხადება, მათთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათი დაზიანების მცდელობაა. ექსპრემიერის პარტიის მტკიცებით, ახლა ლევან ბეჟაშვილი და ნიკა გვარამია ცდილობენ, გახარიას მიეწებონ და ისინი დააზიანონ. "არავითარი ერთობა არ იყო არ არის და არ იქნება" - თქვეს ბრიფინგზე, თუმცა პრესრელიზი მთავრდება სიტყვებით "ნუ გვეტენებით".