ვერც ვხდებით, საერთოდ რა უნდათ - კირკიტაძე გახარიას გუნდის განცხადებაზე

21.02.24 17:39
ვერც ვხდებით, საერთოდ რა უნდათ - კირკიტაძე გახარიას გუნდის განცხადებაზე

ღია კარის მტვრევას გავს მათი საქციელი - ასე ეხმაურება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გახარიას გუნდის განცხადებას.

მისი თქმით, საერთოდ გაუგებარია ყოფილი პრემიერს გუნდს რა უნდა და არც საინტერესო არ არის.

ცოტა რთულია, ამ საკითხზე სერიოზულად კომენტირება. ჩემი აზრით, პრობლემა ის იქნებოდა, რომ ღირებულებითი ერთობა ჰქონოდა "ნაციონალურ მოძრაობას" იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც აქ გამოდის და პოზიციონირებს, რომ თითქოს ის ოპოზიციაა. ვერც ვხდებით, საერთოდ რა უნდათ. ღია კარის მტვრევას გავს, მათი ეს საქციელი. მოდით, სერიოზული ხალხი თუ ვართ, საქმეზე ვილაპარაკოთ. გახარიას გუნდს რა აწუხებს, ეს არ არის მნიშვნელოვანი", - ამბობს კირკიტაძე.

ქვეყანაში ახალმა პოლიტიკრუმა სკანდალმა იფეთქა. "ტვ პირველის" თოქ შოუ პოლიტიკური დებატების საგანი გახდა. გახარიას პარტია ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას განცხადება, მათთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათი დაზიანების მცდელობაა. ექსპრემიერის პარტიის მტკიცებით, ახლა ლევან ბეჟაშვილი და ნიკა გვარამია ცდილობენ, გახარიას მიეწებონ და ისინი დააზიანონ. "არავითარი ერთობა არ იყო არ არის და არ იქნება" - თქვეს ბრიფინგზე, თუმცა პრესრელიზი მთავრდება სიტყვებით "ნუ გვეტენებით".  

მსგავსი სიახლეები