ნიკა გვარამია პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგია - თალაკვაძე

21.02.24 17:48
ნიკა გვარამია პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგია - თალაკვაძე

ნიკა გვარამია პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგია - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, გვარამია ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელთანაც ის მივა, პრობლემა იქნება იმ პარტიისთვის.

ნიკა გვარამია არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი და ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელთანაც ის მივა, იქნება პრობლემა იმ პარტიისთვის, ამიტომ, უჭირს მას მოძებნოს, თუ რომელი იქნება მისი პარტია. "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოქცეული პოლიტიკოსების ამოცანა არის ერთადერთი, რომ როგორმე პატარ-პატარა პროცენტები შეაგროვონა და იმ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველის 20%-იდან 4; 3; 2,5 % მაინც წაიღონ და მიუტანონ "ნაციონალურ მოძრაობას". ამ ამოცანით მოძრაობს ნიკა გვარამია პოლიტიკაში", - ამბობს თალაკვაძე.

ქვეყანაში ახალმა პოლიტიკრუმა სკანდალმა იფეთქა. "ტვ პირველის" თოქ შოუ პოლიტიკური დებატების საგანი გახდა. გახარიას პარტია ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას განცხადება, მათთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათი დაზიანების მცდელობაა. ექსპრემიერის პარტიის მტკიცებით, ახლა ლევან ბეჟაშვილი და ნიკა გვარამია ცდილობენ, გახარიას მიეწებონ და ისინი დააზიანონ. "არავითარი ერთობა არ იყო არ არის და არ იქნება" - თქვეს ბრიფინგზე, თუმცა პრესრელიზი მთავრდება სიტყვებით "ნუ გვეტენებით".  

მსგავსი სიახლეები