გვარამია მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე - ვოლსკი
"ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ ნიკა გვარამია მოუმზადებელი "შემოვარდა" პოლიტიკურ ველზე. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის წევრის თქმით, გვარამიას მესიჯები პრიმიტიული შინაარსისაა.
გვარამია მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე. მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსისაა. კარგი პოლიტიცელის და ცუდი პოლიციელის ცნობილი ფორმულა უნდათ, რომ გამოიყენონ. იმდენად პრიმიტიულია, რომ მე ვფქრობ, რომ არათუ ჩვენი საზოგადოებისათვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისათვის, რომლებიც საქართველოს ვითარებას კარგად არ იცნობს, ასეთი დონის სიყალბე და თვალთმაქცობა შეურაცმყოფელია", - ამბობს ვოლსკი.
ქვეყანაში ახალმა პოლიტიკრუმა სკანდალმა იფეთქა. "ტვ პირველის" თოქ შოუ პოლიტიკური დებატების საგანი გახდა. გახარიას პარტია ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას განცხადება, მათთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათი დაზიანების მცდელობაა. ექსპრემიერის პარტიის მტკიცებით, ახლა ლევან ბეჟაშვილი და ნიკა გვარამია ცდილობენ, გახარიას მიეწებონ და ისინი დააზიანონ. "არავითარი ერთობა არ იყო არ არის და არ იქნება" - თქვეს ბრიფინგზე, თუმცა პრესრელიზი მთავრდება სიტყვებით "ნუ გვეტენებით".