საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა უნდა განაგრძონ მტკიცე ერთგულების დემონსტრირება - კობახიძე
საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ რთულ დროს მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უპრეცენდენტო ერთობის და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული პრინცპიების მიმართ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძემ მტკიცე ვალდებულება დააფიქსირა ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისთვის.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციისსაკითხებზე გვიწევს საუბარი. საქართველო ნატოს უახლოესი და უერთგულესი პარტნიორია. ჩემი ვიზიტი ახალი პრემიერის რანგში პირველი ვიზიტია და იმის დადასტურებაა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდაში, ალიანსის ჩვენი თავსებადობის ზრდაში, არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა რეფორმები და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მიუხედავად შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის პრინციპი. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ რთულ დროს მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უპრეცენდენტო ერთობის და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული პრინცპიების მიმართ. ნება მომეცით გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატო-საქართველო პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა კობახიძემ.