ეკონომია გაჭირვებული ხალხის ხარჯზე - კალაძეს ომბუდსმენი ამხელს
ეკონომია ყველაზე გაჭირვებული ხალხის ხარჯზე - კახა კალაძეს ომბუდსმენი ამხელს. ირკვევა, რომ მერია მის დაქვემდებარებაში მყოფი მუსიკალური და სპორტული დაწესებულებების პედაგოგების შრომით უფლებებს არღვევს. წლებია, თბილისის მთავრობა ამ ადამიანებთან აფორმებს 10-თვიან ხელშეკრულებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შვებულებების დროს მათთვის ხელფასის გადახდა არ ხდება. ამ სავარაუდო მაქინაციური სქემით კი წლიდან-წლამდე მერია ისედაც ყველაზე დაბალანაზღაურებადი ადამიანების ხარჯზე ათიათასობით ლარს ზოგავს. სახალხო დამცველი მერს აფრთხილებს, რომ შეცვალოს შრომითი ხელშეკრულებების პირობები და ის შრომის კოდექსის შესაბამისად შეადგინოს
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.