"არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიის ტესტი" - აშშ-ის ელჩის პირველი გაფრთხილება ხელისუფლებას
არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიის ტესტი - აშშ-ის ელჩის პირველი გაფრთხილება ხელისუფლებას. დიპლომატი ივანიშვილის გუნდს პირდაპირ და კონკრეტულად ეუბნება, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმები სამართლიანად უნდა იყოს დათვლილი და ამით პრაქტიკულად მიანიშნებს, რომ არც კი უნდა იფიქრონ ხმების გაყალბებაზე.
შეერთებული შტატები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებით დიდი რესურსით დააკვირდება. იმისთვის რომ არ იყოს მოსყიდვა, შანტაჟი და ამომრჩეველზე ზეწოლა, არჩევნებამდე რვა თვით ადრე ამერიკიდან სპეციალური მისია ჩამოვიდა. უკვე დაწყებულია წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა. დღეს შეხვედრები ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.