"ოცნების" პოლიტიკური დავები - რა უჯდება ხალხს ხელისუფლების შეცდომები და პირადი ინტერესები?
რა გვიჯდება ხალხს ხელისუფლების შეცდომები და პირადი ინტერესები - 12 საერთაშორისო საინვესტიციო დავა წაგების შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტს პრაქტიკულად ჩამოშლის. მარტივად რომ დავთვალოთ, "ოცნების" პოლიტიკური შურისძიების ან ჩინოვნიკების პირადი კეთილდღეობის საფუძველზე დაწყებული დავები შესაძლოა, 3 მილიარდ დოლარამდე დაგვიჯდეს. ჩნდება კითხვა, როგორ მივედით აქამდე?
საერთაშორისო არბიტრაჟშია მაგალითად ანაკლიის პორტისა და ნამახვან ჰესის საქმეები. იურისტებს თუ დავუჯერებთ, ეს დავები წაგებისთვის უკვე განწირულია, რადგან ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ საქმე საერთაშორისო სასამართლომდე არ მისულიყო. მათი შეცდომების გამო კი ისევ საქართველოს ბიუჯეტი და მოქალაქეები ზარალდებიან.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.