მძიმე დღე სახელმწიფო ბრალდებისთვის - მღებრიშვილის სკანდალურმა ჩვენებამ "პიჯაკების საქმე" თავდაყირა დააყენა
მძიმე დღე სახელმწიფო ბრალდებისთვის. თემურ მღებრიშვილმა დღეს ვერ გაიხსენა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც პრემიერის ან პრეზიდენტის ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, რითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა "პიჯაკების საქმე" თავდაყირა დააყენა. მღებრიშვილმა სიტყვა სიტყვით აღიარა ის, რასაც თემურ ჯანაშიას ადვოკატები წლებია სასამართლოში ამტკიცებენ. მთავრობის დავალების შეუსრულებლობა კანონდადრღვევაა - ეს პროცესზე მღებრიშვილმა საჯაროდ დაადასტურა.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა დღეს ჩვენება პრაქტიკულად ჯანაშიას სასარგებლოდ მისცა. ამიტომ პროკურატურამ დაკითხვის სტრატეგია შეცვალა და პროცესზე ძირითადად სააკაშვილის შვილის სწავლის საფასურის გადახდის ფაქტებსა და ყოფილი პრეზიდენტისთვის ჩატარებული სამედიცინო პროცედურებს იკვლევდა. სასამართლოს პატიმარმა პრეზიდენტმაც მიმართა. სააკაშვილი პალატიდან იმ ერთ-ერთი პიჯაკით ჩაერთო, რომლის შეძენისთვისაც მას ასამართლებენ.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.