კობახიძეს ბრიუსელში ვადები დაუთქვეს - "ოცნებას" რეკომენდაციების შესასრულებლად დრო ოქტომბრამდე აქვს

21.02.24 20:29
კობახიძეს ბრიუსელში ვადები დაუთქვეს - "ოცნებას" რეკომენდაციების შესასრულებლად დრო ოქტომბრამდე აქვს

 

ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში ვადები დაუთქვეს - "ოცნებას" დრო ოქტომბრამდე აქვს. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირი უკომპრომისო იქნება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერს მკაცრი გაფრთხილება მისცა. ახლა კობახიძეს მისი წინამორბედის შეცდომების გამოსწორება მოუწევს. ტრანსფორმაცია საქართველოს მთავრობის ლექსიკაში უკვე სახეზეა. ანტიდასავლური რიტორიკა ევროპულმა ფასეულობებმა ჩაანაცვლა. 

ირაკლი კობახიძეს დღეს, სავარაუდოდ, იმის ახსნაც მოუწია, რატომ უწოდებდა ევროპარლამენტის რეზოლუციებს ხან ფარატინა ფურცელს და ხან დოკუმენტებს, რომლებსაც ჩალის ფასი აქვს. კიდევ ერთი მძიმე საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შედგა. გზავნილი ყველგან საერთოა - დააჩქარეთ რეფორმები. პრემიერი ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან დავალებების მთელი სიით ბრუნდება. მთავრობას ზუსტად 8 თვე აქვს იმისთვის, რომ ბრიუსელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩააბაროს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები