#ნუგვეტენებით - გახარიას ახალი კამპანია კოლეგა ოპოზიციონერების წინააღმდეგ
ნუ გვეტენებით - გახარიას ახალი კამპანია კოლეგა ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ამ ერთი ფრაზით ექს პრემიერმა სხვა პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობის იდეას წერტილი დაუსვა. ახალი პოლიტიკური სკანდალი ქვეყანაში "ტვ პირველის" ეთერში ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აგორდა. გვარამიამ არჩევნების შემდეგ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან ერთად კოალიცია არ გამორიცხა, თუმცა პასუხად ექს პრემიერის პარტიიდან თავდასხმა მიიღო.
გახარიას გუნდი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ საზოგადოებას შეთქმულების ახალი თეორია შესთავაზა. ამტკიცებენ, რომ გვარამიამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მათი პარტიის დაზიანება გადაწყვიტეს. ამიტომ დღეს საგანგებო ბრიფინგზე შეეცადნენ, მაქსიმალურად დისტანცირებულიყო ენმ-იდანაც და ახალი პლატფორმის დამფუძნებლისგანაც. "ოცნებამ" კი ეს პოლიტიკური დაპირისპირებაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ სათავისოდ გამოიყენა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.