რა უნდა გავაკეთოთ? - უმრავლესობის დეპუტატის პასუხი ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცის ოჯახს
რა უნდა გავაკეთოთ? - ასეთია უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის პასუხი ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცის ოჯახს.
გურამ მაჭარაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინაში, სამხედრო ინტერვენციაში ქართული მხარე არ ჩაერთვება.
რას ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? თქვენ კარგად იცით, რომ ეს საკითხი არის ისეთი საკითხი, რომელიც არაერთხელ იქნა განხილული, ამიტომ ასეთ პროვოკაციულ კითხვებზე ჩვენი მრიდან პასუხები არ იქნება. ის, რომ ჩვენ სამხედრო ინტერვენციაში არ ჩავერთვებით უკრაინაში, ეს არის დადასტურებული", - ამბობს მაჭარაშვილი.
გაწერელია პირველი ქართველი ჯარისკაცია, რომელსაც რუსეთში სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდეს. დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი სასტიკი წამების მსხვერპლია. 22 წლის ახლაგაზრდა ომი დაწყების დღიდან ფრონტის წინა ხაზზე მარიუპოლში იბრძოდა. იცავდა აზოვის ალყაშემორტმულ ქარხანას. უკრაინული მხარის მოლაპარაკებები გაწერელიას სხვა ტყვეებით გაცვლის შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ოჯახი დახმარებას ქართული სახელმწიფოსგან ითხოვს.
ქართველი მებრძოლის დედის თხოვნას ხელისუფლება დუმილით პასუხობს.